GUARDIANGE - ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკაა, მესამე კვარტალში, გასული წლის დასაწყისის შემდეგ, ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მკვეთრი ზრდის აღდგენას ცდილობს.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.
GUARDIAN.GE - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი პოსტზე 7 თვეზე ნაკლები პერიოდით მუშაობის შემდეგ, პრეზიდენტის ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიზეზი კი არ დასახელებულა. იგი ქვეყნის პრეზიდენტის, სი ძინპინის ახლო მეგობარი იყო და საგარეო საქმეთა მინისტრად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. 57 წლის განი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოებაში არაერთი ვარაუდის გავრცელებას შეუწყო ხელი.
GUARDIAN.GE - ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯენინის ბანაკზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. BBC -ის ცნობით, ბანაკზე მრავალი საჰაერო დარტყმა განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი ამოდის.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა თავიანთი დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციის პირობა დადეს მას შემდეგ, რაც პეკინში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩავიდა და უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა, ჯერ თავის კოლეგასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, შემდეგ კი ქვეყნის ლიდერ სი ძინპინთან.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა, რათა ორ სუპერსახელმწიფოს, აშშ-სა და ჩინეთს შორის გაუარესებული ურთერთობების ნორმალიზებას შეეცადოს. მას ჩინეთში სტუმრობა თებერვალში ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ვიზიტი მას შემდეგ გადაიდო, რაც შეერთებულმა შტატებმა თავის ტერიტორიაზე უზარმაზარი ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდო.
GUARDIAN.GE - ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 69 წლის სი ძინპინი მესამე ვადით აირჩია, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მანამდე, გასული წლის ოქტომბერში, „კომუნისტურმა პარტიამ“ იგი ხელახლა, მესამედ, აირჩია თავის ლიდერად, ამჯერად კი, ეროვნულმა სახალხო კონგრესმა უკვე პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მეთაურად დაამტკიცა მესამე 5-წლიანი ვადით. იგი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და მას მხარი კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა.
GUARDIAN.GE - ჩინეთი წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ზე მეტით გაზრდის. ეს განცხადება გაკეთდა ეროვნული სახალხო კონგრესის სხდომაზე, რომელიც მალე სი ძინპინს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში „კომუნისტურმა პარტიამ“ ხელახლა, მესამედ, აირჩია თავის ლიდერად, უკვე პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მეთაურად დაამტკიცებს მესამე ვადით.
GUARDIAN.GE - ჩინეთისა და ბელარუსის ლიდერებმა „უაღრესად დიდი ინტერესი“ გამოხატეს უკრაინაში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი. პეკინში, ლუკაშენკოს სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ - პუტინის ახლო მოკავშირეებმა - განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩინეთმა და ბელარუსმა „გამოთქვეს ღრმა შეშფოთება“ კონფლიქტის გამო და „გამოხატეს უკიდურესი ინტერესი უკრაინაში მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარების მხრივ“, იტყობინება „ბი-ბი-სი“ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“-ზე დაყრდნობით.
GUARDIAN.GE - აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაავალა თავისი ქვეყნის არმიას, რომ „2027 წლისთვის მზად იყვნენ“ ტაივანში შესაჭრელად, თუმცა მას, უკრაინასთან ომში რუსეთის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა ამჟამად ეჭვი აპარებოდეს თავის შესაძლებლობებში, - განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)-ის დირექტორმა უილიამ ბერნსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.