GUARDIAN.GE - ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის ჯარები ამჟამად არ მონაწილეობენ უკრაინის საბრძოლო ოპერაციაში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე.
„ეს კატასტროფაა ჩვენი კონტინენტისთვის“, - დაწერა „თვითერზე“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და დაამატა, რომ იგი ცოტა ხანში, რუსეთის უკრაინის შეჭრასათან დაკავშირებით ერს ტელევიზიით მიმართავს.
GUARDIAN.GE - მოსკოვის დროით, დილის 5:55 საათზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას გამოაცხადა, რომ დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს, რის საფუძველზეც მან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ იქნება და მათ გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. პუტინმა დაჟინებით მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს დაყარონ იარაღი. მან აღნიშნა, რომ გარე სახელმწიფოების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ინტერვენციას „მყისიერი“ პასუხი გაეცემა.
GUARDIAN.GE - ევროპის სახელმწიფოები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ მოსკოვის დროით დილის 5:55 საათზე გამოაცხდა და რამდენიმე წუთში რუსეთმა უკრაინაში პირველი სარაკეტო დარტყმები და დაბომბვები წამოიწყო, - იტყობინება მედია.
GUARDIAN.GE - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „დღეს, 24 თებერვალს, 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს ჩვენი ობიექტების აღმოსავლეთში, ასევე წამოიწყეს სარაკეტო დარტყმები ბორისპოლის, ოზერნომუს, კულბაკინომუს, ჩუგუევის, კრამატორსკის და სხვა აეროპორტებზე. ამავე დროს, აგრესორმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლების საარტილერიო დაბომბვა დაიწყო . უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ტანკერის საჰაერო თავდასხმას პასუხობენ. სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ოდესაში რუსული ჯარების მედესანტეების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში უწოდა „უსამართლო თავდასხმა რუსული ძალების მიერ“ და აღნიშნა, რომ „მთელი მსოფლიოს მლოცველები ახლა უკრაინელ ხალხთანაა“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებების გასამართად - რომელიც უქმეებზე იყო დაგეგმილი - აღარ შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც ასევე გააუქმა ჟენევაში 24 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და იქ რუსული ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილებას უკავშირდება.
GUARDIAN.GE - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთქმედების დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა არსებითად ახალ დონეზე გადადის. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ სამოკავშირეო დეკლარაციას ხელი რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე მოეწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.