GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარების ნაწილი წვრთნების დასრულების შემდეგ თავიანთ ადგილებს უბრუნდება. ამის არ სჯერათ უკრაინაში და ბრიუსელში. „როცა ჩვენ დავინახავთ გაყვანას, დავიჯერებთ, რომ დეესკალაცია სახეზეა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნატოს სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ჯერჯერობით დეესკალაცია არ უხილავს, მაგრამ მოსკოვიდან მიღებული სიგნალები „ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს იძლევა“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ შეიჭრას და მოუწოდებს მათ, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. თეთრი სახლის ინფორმაციით, თავდასხმა შესაძლოა საჰაერო დაბომბვით დაიწყოს, რაც ქვეყნიდან გამგზავრებას გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ. როგორც ვარაუდობენ, ბელარუსში 30 000 რუსი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში. კრემლის წარმომადგენელმა ერთობლივ წვრთნებს სერიოზული უწოდა და თქვა, რომ რუსეთი და ბელარუსი „უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე დგანან“.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოესი დღეები უკრაინის გარშემო ჩიხში შესული მდგომარეობის დეესკალაციისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინასთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ ამერიკის მიზანია გამოიყენოს კონფრონტაცია როგორც საბაბი რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციების დასაწესებლად. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ იგნორირებას უწევს რუსეთის შეშფოთებას ევროპაში ნატოს ალიანსის ძალებთან დაკავშირებით.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „სპუტნიკთან“ და სამ სხვა რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. მან ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წინადადებები ულტიმატუმს არ წარმოადგენს და მასში არაფერი აღმაშფოთებელი არ არის, მოსკოვს კი მხოლოდ ის უნდა, რომ მასთან პატიოსნად იმუშაონ. 

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის წერილობით პასუხში, რომელიც მოსკოვს ვაშინგტონმა და ბრიუსელმა წინადღით გადასცა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარი არ უთქვამს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ განიხილება პერსონალური სანქციების დაწესება ვლადიმერ პუტინის მიმართ, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. მისი თქმით, მსოფლიოსთვის „უზარმაზარი შედეგები“ ექნება რუსული ჯარის მიერ უკრაინის საზღვრის გადალახვას და ეს შესაძლოა, „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მსხვილი შეჭრა“ იყოს. მან დაამატა, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, გააძლიეროს ნატოს ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში.

სრულად...

GUARDIAN.GE - პენტაგონის განცხადებით, 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია განლაგდეს ბრძანების შესაბამისად, თუმცა ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება თუ სად განლაგდება ჯარები. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ნატოს სამხედრო ალიანსი გადაწყვეტს გააქტიუროს სწრაფი რეაგირების ძალები „ან თუკი სხვა სიტუაციები განვითარდება“ რუსული სამხედრო ძალების მობილიზების გარშემო. მან დაამატა, რომ ჯარების უკრაინაში განლაგების გეგმები არ აქვთ.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დედაქალაქში ბაზირებული თავისი საელჩოს თანამშრომლებს თავიანთი ოჯახის წევრების ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა, რაც კიევზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეებს უკავშირდება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უფლება მისცა საელჩოს ქვედა რგოლებში მომსახურე თანამშრომლებს, დატოვონ ქვეყანა და დაჟინებით მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნიდან გამგზავრებაზე იფიქრონ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი