GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას „საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“ უწოდა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და ძალის გამოყენებით, უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის წაღება სურს. „ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისი“, - განაცხადა ბაიდენმა, პუტინის მიერ დონბასის რეგიონში ჯარების გაგზავნის შესახებ კომენტირებისას.
GUARDIAN.GE - რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინიდან თავისი დიპლომატების ევაკუაცია განახორციელოს, იტყობინება მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ვიზრუნოთ რუს დიპლომატებსა და საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობითვე, ევაკუაციის პროცესი „ძალიან ახლო მომავალში“ დაიწყება.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონმდებლებს შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვრებს გარეთ გამოყენების ნებართვის მიღებაზე თხოვნით მიმართა, რასაც ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭისყრაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ეს კი პუტინს ოფიციალურად რთავს ნებას გააგზავნოს ჯარები უკრაინის დონბასის რეგიონში და სხვაგანაც.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხუთი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქცირების შესახებ გამოაცხადა. ეს ბანკებია: „რასია“, „IS ბანკი“, „ჯენერალ ბანკი“, პრომსვიაზბანკი“ და „ბლექ სი ბანკი“. პრემიერ-მინისტრმა ასევე სანქციები დაუწესა სამ პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ბოლო შესაძლებლობამდე განაგრძობს მცდელობას საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს, მაგრამ არ უნდა იქნას გამორიცხული, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის უფრო შორს წავიდეს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრიტანეთის „ურყევი მხარდაჭერის“ გარანტიები მისცა.
GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი განიხილავს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. მან ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაჟინებით მოუწოდა თავის ევროპელ მოკავშირეებს არ დაელოდონ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მან რუსეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესაძლებლობა უარყო, მაგრამ თქვა, რომ მზად არის საომარი მდგომარეობა შემოიღოს, თუკი ეს მოხდება.
GUARDIAN.GE - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირება ვეღარ გაგრძელდება. რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა მისი ოპერირება.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ დღეს გამოაცხადებს, რაც მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და იქ რუსული სამშვიდობო ძალების განლაგებას უკავშირდება.
GUARDIAN.GE - კრემლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს უთხრა, რომ მას განზრახული ჰქონდა დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებობს სამხილები იმის თაობაზე, რომ რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში, 1945 წლის შემდეგ“. როგორც მან BBC-ის განუცხადა, „ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გეგმის განხორციელება გარკვეულწილად დაწყებულია“. ჯონსონმა, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მსგავსად თქვა, რომ რუსეთს განზრახული აქვს უკრაინაში შეჭრა და მისი დედაქალაქის, კიევის ალყაში მოქცევა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა და თავდასხმა შესაძლოა „მომავალ დღეებში“ მოხდეს. ბაიდენის თქმით, შეფასება აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზეა დაფუძნებული და სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. შეერთებული შტატების განცხადებით, უკრაინის საზღვართან და უკრაინაში 169 000-დან 190 000-ამდე რუსი სამხედრო პირია განლაგებული და ეს რაოდენობა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის თვითმგამოცხადებულ რესპუბლიკებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებსაც მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.