სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქში“ დაწერა და განმარტა, რომ სწორედ რიგგარეშე არჩევნებია არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი.
(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, ჯო ბაიდენს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი მკვლელია, ჯანმრთელობა უსურვა.
(GUARDIAN.GE) - რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის, „აკკუიუს“ მესამე ენერგობლოკის ფუნდამენტის მშენებლობის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მშენებლობა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რუსული სახელმწიფო კორპორაცია, „როსატომის“ მიერ ხორციელდება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის დასდეს მსჯავრი
არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, გამოდით არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიმართვაში.
(GUARDIAN.GE) - დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაუნინგ სთრითზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ორშაბათ დილიდან ყველა სატრანსპორტო დერეფანს ჩაკეტავს, რათა კოვიდის „ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებული ვირუსების რისკისგან დაიცვას“ ქვეყანა. ყველამ, ვინც კი საზღვარგარეთიდან ჩაფრინდება დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის უარყოფითი ტესტი უნდა წარმოადგინოს. ჯონსონმა თქვა, რომ ახალი წესები სულ მცირე 15 თებერვლამდე იქნება ძალაში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ახალი ზომები ძალაში თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნება.
(GUARDIAN.GE) - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, ამ უკანასკნელის მიერ ევროგაერთიანების დატოვების შემდეგ, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც თევზჭერის უფლებებსა და მომავალი ბიზნეს წესების თაობაზე თვეების განმავლობაში არსებული უთანხმოება დასრულდა. დაუნინგ სთრითზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბორის ჯონსონმა განაცხადა: „ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენს კანონებზე კონტროლი და ჩვენი დანიშნულება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.