იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 97-ით გაიზარდა და 463 შეადგინა. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ კორონავირუსის აფეთქებას ქვეყნის „ყველაზე ბნელი საათი“ უწოდა. გაზრდილია ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა და თუკი კვირას, 8 მარტს, 7 375 ადამიანი იყო გამოვლენილი, ახლა ინფიცირებულთა რიცხვი 9 172-ამდე გაიზარდა.
იტალიამ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით 16 მილიონამდე ადამიანი კარანტინში მოაქცია. ყველა ვინც ლომბარდისა და 14 სხვა ცენტრალურ და ჩრდილოეთ პროვინციაში ცხოვრობს რეგიონის დატოვების და იქ შესვლის ნებართვა დასჭირდებათ. ეს წესი მილანსა და ვენეციაზეც ვრცელდება. დღემდე კარანტინი ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრებ 50 000-ამდე ადამიანს ეხებოდა.
იტალიის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლასა და უნივერსიტეტს 2 კვირით დახურავს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქებას უკავშირდება, იტყობინება BBC ახალი ამბების სააგენტო „ანსაზე“ დაყრდნობით.
83 წლის რომის პაპს ახალი კორონავირუსის ტესტირებისას ნეგატიური შედეგი გამოუვლინდა, იტყობინება იტალიური მედია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში, იტყობინება სომხური მედია ქვეყნის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე დაყრდნობით. პრემიერის განცხადებით, ვირუსით დაავადებული პაციენტი 29 წლის სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. იგი თავის ცოლთან ერთად მგზავრობდა, რომლის ტესტირებამ ნეგატიური შედეგი აჩვენა.
19 თებერვალს, საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის შუამავლობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიიდან, აზერბაიჯანელი სამხედროს სხეულის ევაკუაცია მოახდინეს.
გერმანიაში, ქალაქ ჰანაუს ორ ჩილიმბარში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოსტ–ბრექსიტის საიმიგრაციო გეგმის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში შესვლისა და დასაქმების მსურველი დაბალი კვალიფიკაციის მუშაკები ვიზებს ვერ მიიღებენ. როგორც BBC იუწყება, ბრიტანეთის მთავრობა დაჟინებით მოუწოდებს დამსაქმებლებს „ხელი აიღონ იაფ მუშახელზე“ ევროპიდან და დარჩენილ თანამშრომლებში და განვითარებად ავტომატიზებულ ტექნოლოგიაში დააბანდონ ინვესტიცია.
დიდ ბრიტანეთს მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი წვიმა. ქარის სიჩქარე ზოგან 90 მილ/სთ-ს (146 კმ/სთ) შეადგენს. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია შენობები. BBC-ის ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დატბორილია ქუჩები და სახლები. ათეულობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშა დარჩენილი. ავიახაზებმა ასეულობით ფრენა გააუქმეს, რამდენიმე სარკინიგზო კომპანიამ კი დაჟინებით მოუწოდა მგზავრებს მოგზაურობისაგან თავშეკავებისკენ.
ქარიშხალ „კიარას“ მოახლოების გამო დიდ ბრიტანეთში ავიახაზებმა ათეულობით შიდა და საერთაშორისო ავიარეისი გააუქმეს. შაბათ-კვირისთვის ამინდის გაუარესების შესახებ მწვავე გაფრთხილებები გაიცა. ქარის სიჩქარე ბრიტანეთში 80მ/სთ-ს (130კმ/სთ) მიაღწევს, ასევე მოსალოდნელია თავსხმა წვიმაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.