106 წლის დიდი ბებია ბირმინგემიდან დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხანდაზმული პაციენტია, რომელმაც კორონავირუსზე მკურნალობის შემდეგ საავადმყოფო გამოჯანმრთელებულმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
მოსკოვში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 15 აპრილამდე იყო გამოცხადებული, 11 მაისამდე გაახანგრძლივა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიის შემცირების ნიშნებია.
101 წლის მამაკაცი ყველაზე ხანდაზმული ბრიტანელია, რომელმაც დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი დაამარცხა. ქეით უატსონი საავადმყოფოდან ოთხშაბათს გაწერეს.
იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ფონზე ევროკავშირი, როგორც პროექტი, შესაძლოა, ჩავარდეს. აღნიშნული განცხადება მან BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონს, რომელიც ორშაბათს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინტენსიური მზრუნველობის განყოფილებაში გადაიყვანეს, პნევმონია არ დაუდგინდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატის გარეშე სუნთქავს, განაცხადა დაუნინგ სტრიტმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში ინტენსიური მზრუნველობის პალატაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი კორონავირუსის სიმპტომები „გაუარესდა“, იტყობინება BBC დაუნინგ სტრიტზე დაყრდნობით.
ბრიტანეთში ღია სივრცეებში, სახლის გარეთ ვარჯიში შესაძლოა აიკრძალოს, თუკი ადამიანები სახლში დარჩენის წესებისა და სოციალური დისტანცირების იგნორირებას მოახდენენ, გააფრთხილა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მათ ჰანკოკმა მოსახლეობა.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსმა კიდევ 708 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 4,313 შეადგინა. ჯანდაცვისა და სოციალური მზრუნველობის დეპარტამენტის მიერ შაბათ შუადღისას გამოქვეყნებული მონაცემები ხუთშაბათ საღამოს 5 საათიდან, პარასკევ საღამოს 5 საათამდე პერიოდს მოიცავს.
გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა თავისი 12-დღიანი კარანტინი დაასრულა და სამუშაოს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსზე მისმა ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.