შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა დერექ მაქქეიმ სოციალურ მედიაში 16 წლის ბიჭთან მიმოწერის გამჟღავნების გამო თანამდებობა დატოვა - რამდენიმე საათით ადრე ვიდრე ის ბიუჯეტს წარადგენდა.„The Scottish Sun“ -ის თანახმად, დერექ მაქქეი ბიჭს 6 თვის განმავლობაში ეკონტაქტებოდა და ეუბნებოდა, რომ ის „საყვარელი“ იყო. მაქქეიმ განაცხადა, რომ იგი „სულელურად იქცეოდა“. მან თავის ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა აიღო და „გულწრფელი ბოდიში“ მოუხადა ბიჭს და მის ოჯახს.

სრულად...

სამგზავრო თვითმფრინავი თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაფრენისას ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ასცდა და სამ ნაწილად გადატყდა, შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაზიანება მიიღო 157-მა ადამიანმა, მათ შორის ორმა, თურქმა და სამხრეთ კორეელმა მფრინავმა, სერიოზული, იტყობინება მედია.

სრულად...

33 ადამიანია დაღუპული და ათეულობით ზვავშია მოყოლილი თურქეთში მთის ფერდობზე მეორე ზვავის ჩამოწოლის შედეგად. დაახლოებით 300 მაშველი იმყოფება შემთხვევის ადგილას, ირანთან აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს, სადაც სამშაბათს ჩამოწოლილმა ზვავმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სრულად...

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა მისი 47-წლიანი წევრობისა და რეფერენდუმზე ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ კენჭისყრიდან სამ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. ისტორიული მომენტი ქვეყანაში ზეიმით და ამავე დროს ანტი-ბრექსიტის პროტესტით აღინიშნა.

სრულად...

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

სრულად...

უკრაინის პრემიერ მინისტრი, ოლექსი გონჩარუკი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული განცხადება მან საკუთარ Facebook-ზე გააკეთა.

სრულად...

რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

სრულად...

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციები განახლდა. მანიფესტაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში იმართება.

სრულად...

ევროკავშირის ვიცე პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ბრიტანეთს სასიყვარულო წერილი მისწერა, სადაც Brexit-ის გამო „ღრმა მწუხარებას“ გამოთქვამს. წერილი ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian-მა გამოაქვეყნა.

სრულად...

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრანსპორტის პროფკავშირებს თხოვნით მიმართა შეაჩერონ გაფიცვა, რომელიც შობის დღეებში ქვეყანაში სატრანსპორტო ქაოსის შექმნის საფრთხეს ქმნის. კოტ დ’ივუარში (სპილოს ძვლის სანაპირო) ვიზიტად მყოფმა მაკრონმა თქვა, რომ გაფიცულებმა „უნდა გამოაცხადონ დროებითი ზავი ოჯახების და ოჯახური ცხოვრების პატივსაცემად“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი