ბულგარეთის პრეზიდენტი რუსეთიდან ბულგარეთში შავი ზღვის გავლით პირდაპირი გაზსადენის მშენებლობის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, როგორც ამას რუსული „კომერსანტი“ იტყობინება.
იტალიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და პარტია „წინ იტალია“-ს ლიდერმა სილვიო ბერლუსკონიმ თავისი მხარადამჭერების წინაშე სტყვით გამოსვლისას, მისი ყირიმში ვიზიტი გაიხსენა და რეგიონს რუსეთის ყველაზე ლამაზი ნაწილი უწოდა. მისი სიტყვით გამოსვლა YouTube-ზეა გამოქვეყნებული.
გროზნოში ეკლესიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, იტყობინება „როიტერსი“.
ვინძორის სასახლეში, წმინდა გიორგი სამლოცველოში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ საქორწინო ბეჭდები გაცვალეს და თავიანთი აღთქმა დადეს. ჰარი და მეგანი დაქორწინებულები არიან.
სტუმრები, რომელთა შორის არიან როგორც ახალგაზრდა თაობის ცნობილი ადამიანები, ასევე ვეტერანები, ვინძორის სასახლეში იკრიბებიან, სადაც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი იმართება.
ევროკავშირს განზრახული აქვს ირანიდან შესყიდულ ნავთობზე საფასურის გადახდისას დოლარი ევროთი ჩაანაცვლოს, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბრიუსელიდან, წყაროზე დაყრდნობით.
დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი პირი მოკლა და ოთხი დაჭრა პარიზის ცენტრში, ღამის ცხოვრებით ცნობილ რესტორნებით და კაფეებით სავსე რაიონში, რასაც საფრანგეთის ოფიციოზმა ტერორისტული თავდასხმა უწოდა.
ევროპის წამყვანი სახელმწიფოები აქტიურ დიპლომატიურ ქმედებებზე გადავიდნენ ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების აღნიშნული შეთანხმებიდან გამოსვლის და თეირანზე მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. სანქციები იმ ევროპულ კომპანიებსაც შეეხებათ, რომელთაც ირანთან ბიზნესები აკავშირებთ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ბორის ჯონსონმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მის საყვარელ დილის სატელევიზიო შოუში მოუწოდა არ გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან.
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს პრემიერ მინისტრის პოსტზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა წარუდგინა განსახილველად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.