ირანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ მინისტრმა ირანის საიდუმლო ბირთვული შეიარაღების პროგრამის შესახებ ორშაბათ საღამოს განცხადება გააკეთა.
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში, 26-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლში გახვეულმა კონსტრუქციამ ხანძარს ვერ გაუძლო და მთლიანად ჩამოიშალა, იტყობინება გამოცემა Folha de S.Paulo“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მას შემდეგ რაც ორშაბათ საღამოს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „საიდუმლო ბირთვული ფაილები“ გამოამზეურა, რაც მისი თქმით, „ამტკიცებს, რომ ირანი მალულად ადგას ბირთვული იარაღის შექმნის გზას“, განაცხადა, რომ ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება „ტყუილზე იყო აგებული“.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მისი სიტყვებით, „საიდუმლო ბირთვული ფაილები“ გამოამზეურა, რაც ამტკიცებს, რომ ირანი მალულად ადგას ბირთვული იარაღის შექმნის გზას.
ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“ უკვე შეტანილია უკრაინაში, განუცხადა „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თეირანს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა გაამდიდროს ურანი უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს მას 2015 წლამდე, 6 სახელმწიფოსთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდე შეეძლო და გადადგამს კიდეც ამ ნაბიჯს, თუკი შეერთებული შტატები გამოვა შეთანხმებიდან.
ამბერ რადის დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ახალ მინისტრად საჯიდ ჯავიდი დასახელდა.
ჩრდილოეთ სირიაში კვირა ღამით რამდენიმე სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, იტყობინება BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. დაუდასტურებელი ცნობებით, ათეულობით ადამიანია დაღუპული.
სულ მცირე 25 ადამიანია მოკლული, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი, 15-წუთიანი ინტერვალით მომხდარი აფეთქების შედეგად.
ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი ვაშინგტონში გაემგზავრება და თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. იგი პირველი აფრიკელი ლიდერი იქნება, რომელსაც ტრამპი მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.