მსოფლიო

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეული უფრო მეტ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახების წევრებს დაუწესებს სანქციებს, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და ომის გაგრძელებას უკავშირდება.

სრულად...

GUARDIAN.GE - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გააუქმებს რუსეთის „მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების“ სტატუსს, რითაც დასჯის მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო.

სრულად...

GUARDIAN.GE - ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ დონბასზე აპირებდნენ თავდასხმას, არამედ ბელარუსში შეჭრასაც გეგმავდნენ და რომ არ მომხდარიყო ოპერაციის დაწყებამდე 6 საათით ადრე პრევენციული დარტყმა 4 პოზიციაზე, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსის და რუსეთის ჯარებს, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ. „ასე რომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს“, - თქვა ლუკაშენკომ.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა იდეას, დაწესდეს გარედან მმართველობა იმ კომპანიებზე, რომლებმაც რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ გამოაცხადეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ცდილობს ენერგორესურსების კონტრაქტებზე ხელმოწერას ირანთან და ვენესუელასთან, რომელთა წინააღმდეგაც ადრე მან არალეგიტიმური სანქციები დააწესა, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წარმომადგენლებთან თათბირზე, რომელიც ამ წუთებში ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩვენ გვინდა ეს ომი დასრულდეს, ჩვენ არასდროს არ გვინდოდა ეს ომი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციას უნდა, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომში პირველი ორი კვირის განმავლობაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 5 000-დან 6 000-ამდეა, - იტყობინება BBC ამერიკულ CBS News -ზე დაყრდნობით. ამავე წყაროს ცნობით, დაჭრილების რაოდენობა 15 000-დან 18 000-ამდე შეადგენს, რაც ემყარება მოსაზრებას, რომ დაჭრილების რიცხვი ჩვეულებისამებრ, დაღუპულებზე სამჯერ მეტია ხოლმე.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის მარიუპოლის საავადმყოფოზე დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან, რაც პირველი შეხვედრა იქნება მათ შორის მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეიჭრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი