ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრის დასაწყისშივე წამოწია ამერიკელი ხალხის წუხილი მოსკოვის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.
ჩრდილოეთ სინაზე ეგვიპტის არმიის საჯარისო ფორმირების შლაგბაუმის ორი ავტომანქანის მიერ გარღვევის და აფეთქების შედეგად სულ მცირე 23 ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 26-ზე მეტმა მიიღო დაზიანებები. ინფორმაციას „როიტერსი“ უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები შედგა, რომელიც დაგეგმილზე გაცილებით მეტ ხანს, 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. ეს იყო პირველი შეხვედრა შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, რომლებსაც აქამდე ერთმანეთთან მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი გააჩნდათ და პირისიპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ძალზე ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდათ - ხელის ჩამორთმევის დონეზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს პირველად შეხვდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის დაწყების წინ, მოგვიანებით კი ორი ქვეყნის ლიდერებს პირისპირ შეხვედრა ექნება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტზე, პირველად ექნება პირისპირ შეხვედრა.
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, სადაც პარასკევს დიდი ოცეულის სამიტი იხსნება, პოლიციასა და პროტესტანტებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა რუსეთს შეაჩეროს უკრაინის და სხვა ქვეყნების „დესტაბილიზაცია“ და დაასრულოს „მტრული რეჟიმების“, ისეთის, როგორიცაა სირია და ირანი, მხარდაჭერა.
მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ სამშაბათს, შორ მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იგი „საჭიროების შემთხვევაში“ გამოიყენებს „მნიშვნელოვან სამხედრო ძალას“ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.
მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ სამშაბათს, შორ მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მწვავედ გაკიცხა ჩინეთი ფხენიანთან ვაჭრობის გაზრდის გამო.
კანადის ლიბერალური მთავრობა ბოდიშს მოუხდის გუანტანამოს ყოფილ პატიმარს, ომარ ხადრს და მას კომპენსაციის სახით დაახლოებით 10 მილიონ კანადურ დოლარს (7.7 მილიონი აშშ დოლარი) გადაუხდის. ინფორმაციას „როიტერსი“ ორ იმ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ახლოს იცნობენ აღნიშნულ საკითხს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ კი ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.