ირანში პრეზიდენტ ჰასან რუჰანის ძმა, ჰუსეინ ფერეიდუნი დააპატიმრეს. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, მას ფინანსური ხასიათის დანაშაულში სდებენ ბრალს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 1 წლის თავზე ქუჩებში გამოსულ ათიათასობით ადამიანს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემოციური სიტყვებით მიმართა.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წელი გავიდა. 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი მოვლენები დღეს მედიის წარმომადგენლებთან თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ გაიხსენა.
აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის და რუსი ადვოკატის შეხვედრას 2016 წლის ივნისში რუსი-ამერიკელი ლობისტი ესწრებოდა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კონტრ-დაზვერვის ოფიცერია, იუწყება NBC-ის ახალი ამბები.
იერუსალიმში, წმინდა ადგილების სიახლოვეს თავდამსხმელების მიერ პოლიციელებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილი სამი ისრაელელი პოლიციელიდან ორი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება.
იერუსალიმში, წმინდა ადგილების სიახლოვეს თავდამსხმელების მიერ პოლიციელებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად სამმა ისრაელელმა მიიღო დაზიანებები. ამის შესახებ BBC იუწყება.
საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ეროვნული დღესასწაულის წინა დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში ერთმანეთს ხვდებიან.
ჩინეთის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ყველაზე ცნობილი ადვოკატი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ლიუ ქსიაობო 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტერეზა მეიმ გაამჟღავნა, რომ მას „ცრემლები წამოუვიდა“, როდესაც გაიგო არჩევნების ეგზიტ პოლის შედეგები, რომელიც ვარაუდობდა, რომ იგი უმრავლესობას დაკარგავდა.
მოსკოვის სამხედრო საოლქო სასამართლომ რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.