მას შემდეგ რაც რამდენიმე გერმანულმა ქალაქმა თურქეთის რეფერენდუმის შესახებ მიტინგების ჩატარების ნებართვა არ გასცა, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანია ნაცისტური ეპოქის ტაქტიკის აღდგენას ახორციელებს.
კიმ ჩენ ნამის მკვლელობის გამო, მზარდი დიპლომატიური სკანდალის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ მალაიზიელებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, საპასუხოდ კი მალაიზიამ ქვეყნის დატოვება ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ოფიციალურ პირებს აუკრძალა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომელიც 6 მუსულმანური სახელმწიფოდან მოქალაქეების შეერთებულ შტატებში შესვლას 90 დღით კრძალავს.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ლტოლვილთა ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ უნდა გაიხსნას და მან ამგვარი ცენტრების განთავსების შესაძლო ადგილებად ეგვიპტე, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთი დაასახელა.
პოლონეთმა ევროპარლამენტარი, მემარჯვენე-ცენტრისტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა მას შემდეგ, რაც ვარშავამ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, დონალდ ტუსკის ხელმეორედ დანიშვნას აღნიშნულ თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერდა.
ჩინეთმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს თავის სამხედრო ხარჯებს 7%-ით გაზრდის. ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს 10%-ით ზრდის.
„დემოკრატები" აცხადებენ, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებიც 2016 წელს მის რუსეთის ელჩთან კონტაქტებს ეხებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამერიკის შეერთბული შტატების გენერალურ პროკურორზე (იუსტიციის მინისტრი) ჯეფ სეშენსზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან შეხვედრების გამო, ზეწოლა იზრდება. მან ადრე განაცხადა, რომ „არ ჰქონია რუსეთთან კომუნიკაციები".
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2018 წლის ბიუჯეტის წარსადგენ გეგმაში შეეცდება გაზარდოს თავდაცვის ხარჯები 10%-ით - 54 მილიარდი აშშ დოლარით და აღნიშნული თანხის მოძიებას სხვა სფეროებში, მათ შორის, უცხოური დახმარებების კუთხით არსებული თანხების შემცირებით აპირებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ იგი არ დაესწრება 29 აპრილს, თეთრ სახლში დაგეგმილ კორესპონდენტების ასოციაციის სადილს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი არიან ცნობილი ადამიანები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები და მას ჩვეულებისამებრ, აშშ-ის პრეზიდენტიც ესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.