შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში მედიის წინააღმდეგ მორიგი სასტიკი შეტევა წამოიწყო. მან მელბურნში შეკრებილ მის მხარდამჭერებს უთხრა, რომ მედიას არ სურს „სიმართლე მიაწოდოს“ მოსახლეობას და მედიასაშუალებებს თავიანთი დღის წესრიგი გააჩნიათ.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოამზადა შეტყობინების ცნობარი საემიგრაციო აგენტებისთვის, რომლის მიზანიცაა თავშესაფრის მაძიებლებს ადრეულ პროცესშივე ეთქვათ უარი მათი თხოვნების დაკმაყოფილებაზე, რითაც დეპორტაცია დაჩქარდება.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომლის წინაშეც ახლა მსოფლიო დგას, NATO-ს მსგავსი საერთაშორისო ალიანსების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მინსკის 2015 წლის სამშვიდობო შეთანხმებებს უკრაინის შესახებ და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მისი სამხედრო ოპერაციების დეესკალაცია უნდა მოახდინოს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიაზე სასტიკი თავდასხმა წამოიწყო მისი თეთრ სახლში საპრეზიდენტო უფლებამოსილების შედგომიდან განვლილი პერიოდის დაცვისას.
ამერიკის შეერთებული შტატები „შეუდრეკელი“ იქნება NATO-სადმი მხარდაჭერაში, უთხრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ევროპელ ლიდერებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
კალიფორნიას წლების განმავლობაში უძლიერესი შტორმი დაატყდა თავს. მას მეტსახელად „ბომბოგენეზისი“ ან „ამინდის ბომბი“ შეარქვეს. შტორმმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას თან კოკისპირული წვიმა და წყალდიდობები მოჰყვა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე, 46 წლის რი ჩენ კოლი დააპატიმრეს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი დევიდ არმიტიჯი, რომელმაც გასულ კვირას ახალი წიგნი - „სამოქალაქო ომები: ისტორია იდეებში“ - გამოაქვეყნა, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო წუხს. თავის წიგნში იგი წერს, რომ „დემოკრატიული პოლიტიკა მსოფლიოს გარშემო ახლა, ისე როგორც არასდროს, წააგავს სამოქალაქო ომს სხვა გაგებით“ და ამის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყავს.
ტონი ბლეერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, მისი „მისიის“ შესახებ გამოაცხადებს და შეეცდება დაარწმუნოს ბრიტანელები შეიცვალონ თავიანთი აზრი „ბრექსიტთან“ დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.