აალების შემაკავებელი ქაფის უზარმაზარმა მასამ დაფარა აეროპორტის ანგარის მიმდებარე ქუჩები ამერიკის შტატ კალიფორნიაში.
ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა „ტრამპის უნივერსიტეტის“ სამ სასამართლო პროცესზე $25 მილიონის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ლიტვის უმაღლესი დიპლომატიური პირი გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა შესაძლოა გამოცდა ჩაუტაროს ნატოს იმ დროის განმავლობაში, სანამ დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ინაუგურაცია მოხდება.
ამ წუთებში ცნობილი ხდება რომ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორს ალაბამადან, ჯეფ სეშენსს გენერალური პროკურორის პოსტი შესთავაზა.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ მას აქვს „დიდი ნდობა“ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი და სჯერა, რომ მათ შეუძლიათ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ჩამოაყალიბონ.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს მით რომნის, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატს, შეხვდება და შესაძლოა მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილოს, კერძოდ კი მას სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ შეხვედრის დეტალებში კარგად ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საწვავით სავსე სატვირთო ავტომანქანის აფეთქებისას მოზამბიკში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს. 110 ადამიანს დამწვრობა აქვს მიღებული.
შეერთებული შტატების ბანკს, JP Morgan Chase-სს 264 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევს, რათა მორიგდეს მოდავე მხარესთან იმის თაობაზე, რომ მან ჩინეთში ბიზნესისთვის ხელშეწყობის სანაცვლოდ, ჩინეთის მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ოფიციალური პირების შვილები დაასაქმა. ამის შესახებ BBC წერს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა მის შემცვლელს, დონალდ ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს თუკი ის გადაუხვევს შეერთებული შტატების „ღირებულებებისა და საერთაშორისო ნორმებიდან“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა მოლაპარაკებებს მართავს ახლო მოკავშირესთან, ანგელა მერკელთან მისი შემცვლელისთვის, დონალდ ტრამპისათვის ძალაუფლების გადაცემამდე გერმანიაში ბოლო ვიზიტისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.