რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული გეოგრაფიული საზოგადოების მიერ გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც მან ბავშვებს გეოგრაფიის შესახებ შეკითხვები დაუსვა, განაცხადა, რომ "რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება".
დაახლოებით 80 000 ადამიანი ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს, რადგანაც ძლიერი ხანძარი ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქ ხაიფას მოედო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დოლარმა ხუთშაბათს, ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და მისი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოს სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში მძიმე დარტყმას აყენებს ახლად აღმოცენებულ ბაზრებს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დათვლილი პოპულარული ხმების მიხედვით ჰილარი კლინტონის კიდევ უფრო მეტი უპირატესობა გამოიკვეთა და იგი დონალდ ტრამპს უკვე 2 მილიონი ხმით უსწრებს.
სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგურის ჩამონგრევის შედეგად.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში ამერიკელებს ეროვნული ერთიანობისაკენ მოუწოდა. ტრამპმა აღიარა, რომ „ცემა-ტყეპის შემცველი“ საარჩევნო კამპანიის შემდეგ სიმწარე კვლავ რჩება: „ეს არ განელდება სწრაფად, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი, რომელიც მანამდე არ გვქონია, შევქმნათ ისტორია ერთად და მივიტანოთ რეალური ცვლილება ვაშინგტონში".
პოლიტიკური ქარიშხლები უკრაინაში ახალი არავისთვისაა, მაგრამ ბოლოდროინდელმა გარემოებამ, პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურში ახალგაზრდა ქალის დანშვნამ, ქვეყანაში მწვავე კრიტიკისა და დებატების უზარმაზარი ნიაღვარი წარმოშვა. ამის შესახებ BBC წერს.
არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინას გუბერნატორი ნიკი ჰელი გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩად დაასახელა, შეაქო რა მისი ყოფილი კრიტიკოსი, როგორც „დამტკიცებული მომრიგებელი“.
ანგელა მერკელი, „გერმანიის დედოფალი“, მის მიერ წარმოებულ დიდად სადავო პოლიტიკაში ფორხილებს. მან უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი მომავალ მშფოთვარე დროებაში, - ასე იწყება სტატია, რომელსაც ანგელა მერკელის მიერ გერმანიის კანცლერობისთვის მეოთხედ გამოცხადებული ბრძოლის ფონზე, გამოცემა „დოიჩე ველე“ აქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.