თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 27 ადამიანი მოკლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შიიტურ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმისას. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მან შესაძლოა საჯაროდ და გულღიად ისაუბროს თუკი ის იგრძნობს, რომ მისი შემცვლელი დონალდ ტრამპი ამერიკულ ღირებულებებს საფრთხეს შეუქმნის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა პერუს დედაქალაქ ლიმაში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში გამართულ დაახლოებით 4-წუთიან შეხვედრაზე, რომელიც მოსალოდნელია, რომ მათი საბოლოო შეხვედრა იქნება, სანამ ობამა თეთრ სახლს დატოვებს, სირიის და უკრაინის შესახებ ისაუბრეს.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი მემარჯვენე-ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პრაიმერიდან გამოვარდა.
მეამბოხეთა მიერ გახსნილმა საარტილერიო ცეცხლმა 8 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ალეპოში, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში, კვირას, და ე.წ. კასრის ბომბმა (მფრინავი იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა) 6-სულიანი ოჯახი იმსხვერპლა აჯანყებულების მიერ დაკავებული ქალაქის ნაწილში, სადაც სამთავრობო ძალების მძიმე დაბომბვებმა მიწასთან გაასწორა საავადმყოფოები. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იგი მე-4 ვადით იყრის კენჭს კანცლერის თანამდებობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეერთებული შტატების არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა დაადასტურა, რომ მით რომნის კანდიდატურა სხვებთან ერთად სახელმწიფო მდივნის პოსტზე განიხილება.
მეამბოხეთა მიერ გახსნილმა საარტილერიო ცეცხლმა 8 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ალეპოში, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში, კვირას, და ე.წ. კასრის ბომბმა (მფრინავი იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა) 6-სულიანი ოჯახი იმსხვერპლა აჯანყებულების მიერ დაკავებული ქალაქის ნაწილში, სადაც სამთავრობო ძალების მძიმე დაბომბვებმა მიწასთან გაასწორა საავადმყოფოები. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ იგი გადამდგარი გენერლის, ჯეიმს მათისის თავდაცვის მდივნის პოსტზე დანიშვნის საკითხს განიხილავს.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შაბათს მით რომნისთან, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატთან და მის ყველაზე ძლიერ კრიტიკოსთან შეხვედრა გამართა, რომელმაც 1 საათი და 20 წუთი გასტანა, და შესაძლოა მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილა, კერძოდ კი მას სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.