საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები რუსეთის სახელმწიფო დუმაში დაგეგმილ არჩევნებში ხმის მიცემას სომხეთის ქალაქ გიუმრიში შეძლებენ.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა ბანგლადეშის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადეს, რომ სირიის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ორშაბათიდან „საომარი მოქმედებების შეწყვეტით“ დაიწყება.
ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან უკვე მეხუთედ, წარმატებით განახორციელა ბირთვული გამოცდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქება-დიდება შეასხა. ნიუ იორკში სამხედრო ვეტერანების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას, რომელშიც ორივე, რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატი მონაწილეობდა, ტრამპმა ფორუმს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „გაცილებით მეტადაა ლიდერი, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი [ობამა] არის“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ იგი გააფართოვებს ამერიკის სამხედრო ძალებს ყველა მიმართულებით, თუკი გაიმარჯვებს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ BBC წერს.
სირიაში, ძირითადად მთავრობის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დაბომბვებისას, სულ მცირე 40 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.
ჩინეთში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა მის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს. ფხენიანმა რაკეტები ჩინეთისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების სი ძინპინისა და პაკ კინ ჰეს შეხვედრიდან რამდენიმე საათში გაუშვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.