მიგრანტების დახმარების საქმეში მხოლოდ გლობალურ ძალისხმევას შეუძლია რეალური შედეგების მოტანა, – აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ჩინეთში, "დიდი ოცეულის" ფარგლებში გააკეთა.
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის ცერემონიაზე დედა ტერეზა წმინდანად გამოაცხადა. წმინდა პეტრეს მოედანზე აღვლენილ მესასა და კანონიზაციას ათი ათასობით ადამიანი ესწრებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
36 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ზაბულის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. BBC–ის ცნობით, ყანდაარიდან ქაბულის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ბენზინმზიდს შეეჯახა.
დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის დატოვების წინ, უნდა მოემზადოს „რთული დროებისთვის“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ.
ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს მშობლიურ ქალაქში ვიზიტისას მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციოზზე დაყრდნობით "როიტერსი" ავრცელებს.
უზბეკეთის მთავრობამ დაადასტურა პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის გარდაცვალება, 6 დღის შემდეგ რაც ის საავადმყოფოში ინსულტის გამო გადაიყვანეს.
უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულის შესახებ BBC უზბეკეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე წერს.
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მრავალათასიანი საპროტესტო მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.