უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 112.ua-ს ცნობით, ცხედარი მისმა მეგობრებმა კონსტანტინოვის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის აივანზე ნახეს.
შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ იგი განავითარებს მეთვალყურეობის სისტემას, რაც ხელისუფლებას ემიგრაციის კონტროლში დაეხმარება.
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო ვიდეორგოლს ავრცელებს. კადრებში ხუთი მოზარდის მიერ ტყვედ აყვანილი ქურთების სიკვდილით დასჯაა ასახული.
იტალიაში ეროვნული გლოვის დღეა. ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, მთიან რეგიონში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ თითქმის 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში, მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე, დაშავებულთა რაოდენობა კი 78-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 267-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სულ მცირე 8 პოლიციელი დაიღუპა და 45 დაიჭრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის შენობის გარეთ ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბოლივიის პრემიერ მინისტრის მოადგილე რუდოლფო ილანესი გაფიცულმა მაღაროელებმა მოიტაცეს და ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ "დოიჩე ველე" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის ხელისუფლებამ იმ რეგიონებში, სადაც მიწისძვრამ მიწასთნ გაასწორა სახლები, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
შეერთებული შტატები ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიციას სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში მოახდენს, - "როიტერსის" ცნობით, აღნიშნული განცხადება თურქეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.