იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ოთხშაბათს დილით, ადგილობრივი დროით 03:36 (თბილისის დროით 05:36) ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია შენობების ნაწილი.
კრასნოდარში ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით დაჭრილი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა, კრასნოდარის საავადმყოფოში მისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.
კრასნოდარში ავტომობილის აფეთქების შედეგად ცნობილი კომერსანტი მინდია გულუა დაშავდა. 47 წლის გულუა საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სომხეთის ქალაქ გიუმრიში 7 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცს, ვალერი პერმიაკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. შესაძლოა, პერმიაკოვმა სასჯელი რუსეთში მოიხადოს. ერევანი და მოსკოვი პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლაზე ხმის მიცემით გამოწვეული შოკის მიუხედავად, ევროზონის ეკონომიკა ჯერ კიდევ მატულობს. ამის შესახებ BBC კვლევაზე დაყრდნობით წერს.
ბრიუსელში მორიგი თავდასხმა მოხდა. დანით შეიარაღებული ქალი ავტობუსში მგზავრებს დაესხა თავს და სულ მცირე 2 ადამიანი დაჭრა. უცხოური მედიის ცნობით, მოგვიანებით თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში აპირებდა მიმალვას, სადაც კიდევ ერთ პირს მიაყენა ჭრილობა.
თურქეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია. ამის მიზეზი ორ ქვეყანას შორის მზარდი უთანხმოება გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალი ამბების სააგენტო "ანატოლია" ავრცელებს.
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ განაცხადა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. იგი ამის შესახებ მის წიგნში "ყველაფერი საფრანგეთისთვის", რომელიც მიმდინარე კვირას დაიბეჭდება, წერს. მანამდე მას ნათლად ჰქონდა ნათქვამი, რომ ელისეს სასახლეში დაბრუნების ამბიცია ჰქონდა.
თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეები დაბომბა. გავრცელებული ცნობით სირიელი მეამბოხეები ჯგუფის წინააღმდეგ იერიშის მიტანას აპირებენ. ამის შესახებ BBC წერს.
თურქეთის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას დაუბრუნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თვითმკვლელი, რომელმაც ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა, ბავშვი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.