აშშ-ის კონგრესში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
აშშ-ის კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. დაჭრილია ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ახალი ზომები ძალაში თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნება.
(GUARDIAN.GE) - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ირანს განსაზღვრული აქვს ურანის 20%-მდე გამდიდრება - ბირთვული ბომბის შესაქმნელად კი 90%-ია საჭირო. 2015 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად თეირანს გააჩნდა ვალდებულება, რომ ურანის გამდიდრება 4%-ზე დაბალ ნიშნულზე შეენარჩუნებინა.
(GUARDIAN.GE) ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა თავდაცვის ხარჯების კანონზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვეტო დაძლია და ასეთი რამ მისი პრეზიდენტობისას პირველად მოხდა.
(GUARDIAN.GE) - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, ამ უკანასკნელის მიერ ევროგაერთიანების დატოვების შემდეგ, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც თევზჭერის უფლებებსა და მომავალი ბიზნეს წესების თაობაზე თვეების განმავლობაში არსებული უთანხმოება დასრულდა. დაუნინგ სთრითზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბორის ჯონსონმა განაცხადა: „ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენს კანონებზე კონტროლი და ჩვენი დანიშნულება“.
ბელარუსი აშშ-ს საპასუხო სანქციებს დაუწესებს. აღნიშნულის შესახებ ბელარუსის საგარეო უწყებაში განაცხადეს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ „Moderna“, როგორც „კოვიდ-19“-ის მეორე ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე კი საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გზა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას გაუხსნა, რომელიც უკვე გამოყენებაშია და უკეთდება შტატების მოსახლეობას.
ლიეტუვაში პრემიერ მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს მთავრობამ ფიცი დადო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.