შეერთებული შტატების 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ საპრეზიდენტო ფიცი დადო და 78 წლის ასაკში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლი უკვე დატოვეს.
ჩრდილოეთ იაპონიაში ძლიერი ქარბუქის შედეგად, მიიაგის პრეფექტურაში, ტოჰოკუს ავტომაგისტრალზე 130 ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10-მა დაზიანება მიიღო.
თურქეთში მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 238 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, გამოდით არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიმართვაში.
(GUARDIAN.GE) - დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაუნინგ სთრითზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ორშაბათ დილიდან ყველა სატრანსპორტო დერეფანს ჩაკეტავს, რათა კოვიდის „ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებული ვირუსების რისკისგან დაიცვას“ ქვეყანა. ყველამ, ვინც კი საზღვარგარეთიდან ჩაფრინდება დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის უარყოფითი ტესტი უნდა წარმოადგინოს. ჯონსონმა თქვა, რომ ახალი წესები სულ მცირე 15 თებერვლამდე იქნება ძალაში.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 232 კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი წინააღმდეგი წავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.