ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა, ამჯერად მეორედ და ამით ის პირველი პრეზიდენტი გახდა ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.
თეთრმა სახლმა ახლახან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმობილია ძალადობა.
სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის წარმომადგენელმა, სულ ახლახან დაადასტურა, რომ კენტუკელი „რესპუბლიკელი“ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის წარსამართად სენატის საგანგებო სესიას არ მოიწვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ დებატები მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სესია იმართება, რომელზეც კანონმდებლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ მსჯელობენ.
GUARDIAN.GE - 6 იანვარს, აშშ-ის კონგრესზე განხორციელებული თავდასხმის გამო „დემოკრატების“ მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება ძალებს უფრო მეტად იკრებს და ამ პროცესში წარმომადგენელთა პალატის მესამე, ყველაზე წამყვანი წევრი, „რესპუბლიკელი“ ლიზ ჩეინი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ ტრამპის იმპიჩმენტს მისცემს ხმას.
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო, ლონდონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული, - აცხადებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ვიდეო 12-საათიანი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ განთავსდა.
არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა – ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშ უმცროსი კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.