სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა დღეს ესპანეთის პროვინცია ტარაგონაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ესპანეთის სამეფოს შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ ამპოსტასთან ავტობუსს, რომელსაც ბარსელონაში 56 ადამიანი გადაჰყავდა, ავტომანქანა შეეჯახა.
დონის როსტოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 700-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა, დასრულებულია. სამძებრო სამუშაოების შემდეგ შესაბამისი ორგანოები ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად თვითმფრინავის ფრაგმენტების შესწავლას დაიწყებენ.
დემონსტრანტებმა არიზონაში ავტოსაგზაო მაგისტრალის ბლოკირება მოახდინეს იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ფინიქსის სიახლოვეს ამომრჩეველთან შეხვედრას გეგმავდა.
პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამმა აღიარა, რომ მას საკუთარი თავის აფეთქება უნდოდა, მაგრამ აზრი შეიცვალა, განაცხადა ფრანგმა პროკურორმა. ამის შესახებ BBC წერს.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ინდეფენდენთი" ავრცელებს.
რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რუსული მედიის ცნობით, პარალელურად ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის ადგილას იპოვეს მეორე შავი ყუთიც.
სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20 ადამიანი. ამის შესახებ CNN turk იტყობინება.
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ CNN turk ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, თურქეთის ქალაქ სტამბოლში მორიგი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ტურისტებით ხალხმრავალ მთავარ კომერციულ ქუჩაზე მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.