სულ მცირე 15 ადამიანია მოკლული პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ პეშავარში, ავტობუსში ბომბის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ BBC წერს. გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებას მთავრობის უწყებაში დასაქმებულები ახლომდებარე ადგილებიდან ქალაქში გადაჰყავდა. პაკისტანის მედიის ცნობით, დაჭრილია 25 ადამიანი.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უმნიშვნელოვანეს შტატში, ფლორიდაში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ოჰაიოში ჯონ კასიჩთან დამარცხდა.
რუსეთის სამხედრო ძალები სირიის დასატოვებლად ემზადებიან მას შემდეგ, რაც გუშინ კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასაკვირი განცხადება გააკეთა სირიიდან ძალების გაყვანის თაობაზე. ამის შესახებ BBC წერს.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მთავარი მეთაური ომარ ალ შიშანი მკვდარია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ს თავდაცვის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ომარ შიშანი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამერიკის ახლახან განხარცოილებული საჰაერო დარტყმისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ნორვეგიელი მასობრივი მკვლელი ანდერს ბრეივიკი სამშაბათს სასამართლოს უბრუნდება. იგი მთავრობას მისი იზოლაციაში ყოფნის გამო, ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შეასახებ BBC წერს. მან წინათ საპატიმროში მისი მდგომარეობა "წამებას" შეადარა.
ბრაზილიის ყოფილმა ლიდერმა ლუის ინასიო სილვა და ლულამ პრეზიდენტ დილმა რუსელფის წინადადებაზე, დაიკავოს მის მთავრობაში მინისტრის პოსტი, თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასაკვირი ნაბიჯი გადადგა და ბრძანება გასცა, რომ სამშაბათიდან რუსეთის მთავარი სამხედრო ნაწილების სირიიდან გაყვანა დაიწყოს. მან კრემლში გამართულ მიტინგზე თქვა, რომ რუსეთის სირიაში ინტერვენციამ დიდწილად მიაღწია თავის მიზანს.
ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელმაც სულ მცირე 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორიზმს "მუხლებზე დააჩოქებს".
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პარტია დღეს გამართულ გერმანიის რეგიონულ არჩევნებში სამი შტატიდან ორში დამარცხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეგზით პოლებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
სულ მცირე 34 ადამიანია მოკლული თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი ტერაქტის შედეგად. აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს, ქვეყნის პრემიერ მინისტრის და სამთავრობო უწყებების ოფისიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.