სირიაში სამხედრო-სახმელეთო ოპერაციის დაწყება თურქეთისა და საუდის არაბეთის მიერ დღის წესრიგში არ დგას, - აღნიშნული განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.
10 მილიონზე მეტი ადამიანია წყლის გარეშე დარჩენილი ინდოეთის დედაქალაქ დელიში, იმის მიუხედავად, რომ არმიამ ხელახლა დაამყარა კონტროლი დედაქალაქის წყლის მთავარ რესურსზე, მას შემდეგ რაც პროტესტანტებმა, რომლებიც უფრო მეტ სამუშაო ადგილებს ითხოვნდნენ, ის ხელში ჩაიგდეს. სამდღიანი არეულობების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა და ასეულობით დაზარალდა.
დიდი ბრიტანეთი უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი რისკის შემცველ ნაბიჯს გადადგამს თუ ის ევროკავშირის დატოვებას მისცემს ხმას, ამტკიცებს თავდაცვის მდივანი მაკილ ფალონი. როგორც მან BBC -ს განუცხადა, პარტნიორობის ისეთი "კოლექტიური წონა" როგორც ეს ევროკავშირია, უფრო ადვილს ხდის გლობალური საფრთხეების გამკლავებას.
The Financial Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მსხვილი კომპანიების ნახევარი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა.
სულ მცირე 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ფიჯიზე ციკლონს. ინფორმაციას ამის შესახებ "სიენენი" ავრცელებს.
სირიის ქალაქებში ჰომსსა და დამასკოში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 140 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სირიის სახელმწიფო მედიასა და მონიტორებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"როიტერსის" ინფორმაციით, რომის პაპი, ფრანცისკე დღეს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმების მოთხოვნით გამოვიდა.
აშშ-ში, მიჩიგანში მამაკაცმა სულ მცირე ექვსი ადამიანი მოკლა. ფაქტი კალამაზუს ოლქში მოხდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა სროლა ავტომანქანიდან განახორცილელა. პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა.
"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" სირიის ქალაქ ჰომსის ეზ-ზაჰრას რაიონში ორი აფეთქება განახორციელეს, რასაც სხვადასხვა ინფორმაციით, 25-50-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. BBC-ის ცნობით, განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.