მსოფლიო

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა სახელმწიფო სანავთობო კომპანია პეტრობრასთან დაკავშირებული ძიების ფარგლებში, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის სრულ მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. როგორც BBC  იუწყება, მან ასევე მოითხოვა სამხედრო დოქტრინის გადახედვა, რათა ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში პრევენციული დარტყმა განახორციელოს.

სრულად...

აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, 21 ქვეყნის სამშვიდობო დანაყოფის მხრიდან, 2015 წელს, სქესობრივი ძალადობის 99 შემთხვევა დაფიქსირდა - ბრიტანული "გარდიანის" ცნობით, ამის შესახებ საუბარია გაერო-ს მოხსენებაში, რომელიც გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა წარადგინა.

სრულად...

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საბერძნეთსა და თურქეთში ჩავა და შეეცდება მოძებნოს გამოსავალი და გამონახოს საერთო მიდგომა ევროპის გაუარესებულ საიმიგრაციო კრიზისთან მიმართებაში. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...

"რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენის პიკზე, შეერთებული შტატების გავლენიანი"რესპუბლიკელები" მთავარი გამოკვეთილი კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც მან 7 შტატში ერთდროულად მოიპოვა გამარჯვება, ღიად საუბრობენ. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში რამდენიმე, ახლო მანძილზე მიმავალი ჭურვი გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჭურვების გაშვება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ყველაზე მკაცრი სანქციების ერთსულოვნად დაწესებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

სრულად...

ინდონეზიის დასავლეთ სანაპიროებზე ძლიერი, 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა თუ მსხვერპლის შესახებ.

სრულად...

"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი წარმომადგენელი დააკავეს.

სრულად...

ამერიკელი ასტრონავტი სქოთ კელი და რუსი კოსმონავტი მიხაილ კორნიენკო, კოსმოსში თითქმის ერთწლიანი ყოფნის შემდეგ დედამიწაზე დაეშვნენ.  საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეშვეობით მათმა 340-დღიანმა მისიამ, 2-ჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდი მოიცვა, ვიდრე ეს ჩვეულებრივაა მიღებული.

სრულად...

დემოკრატმა ჰილარი ქლინთონმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში, ე.წ. "სუპერ სამშაბათს", უმეტეს შტატებში გამარჯვება მოიპოვეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი