ზიკას ვირუსთან ბრძოლას 56 მილიონი დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ "როიტერსის" ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 16 თებერვლიდან მოიხსნა.
თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით - 26 მაისამდე გაახანგრძლივა.
"კონკრეტული პოსტი არ არის ჩემი ამბიცია. მე ბევრად უფრო მეტი მინდა, ვიდრე უკრაინის მოქმედ პრემიერ-მინისტრს" - განცხადება ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ვერ იქნება პრეზიდენტი, ვინაიდან პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა, - ამის შესახებ BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ განაცხადა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა თანამდებობა დატოვა. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე რადას დეპუტატი, პროშენკოს ბლოკიდან მუსტაფა ნაიემი წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრს, არსენი იაცენიუკსა და გენერალურ პროკურორს, ვიქტორ შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა.
ავსტრიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველო ე.წ.უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს, რაც ნიშნავს, რომ ავსტრიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარზე უარს ეტყვიან.
ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები, შესაძლოა, გაასახლონ. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ასეთი ინფორმაცია ადგილობრივ მცხოვრებლებში ვრცელდება, თუმცა ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.