ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
გავლენიანი გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" ევროკომისიის დადებით ანგარიშს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე, ვრცელ სტატიას უძღვნის.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება 18 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე მიიღეს.
აშშ გუანტანამოს 17 პატიმარს სხვა ქვეყნებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
გაეროს უშიშროების საბჭომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა.
უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. ავაკოვის განცხადებით, იგივეს გაკეთებას აპირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკიც.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს ქრისტიან ლაგარდს საფრანგეთში სასამართლოს წინაშე წარდგომა მოელის. საკითხი ეხება დაუდევრობას 404 მილიონი ევროს თაობაზე, რომელიც 2008 წელს ბიზნესმენს გადაუხადეს. ამის შესახებ BBC წერს.
ვლადიმერ პუტინმა პირველად აღიარა, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტები წარმოდგენილი არიან აღმოსავლეთ უკრაინაში. ამის შესახებ პუტინმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე უკრაინელი რეპორტიორის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პუტინს RBC -ის წარმომადგენელმა მიხაილ რუბინმა პრეს-კონფერენციაზე ჰკითხა: არის თუ არა ეკატერინა ტიხონოვა თქვენი ქალიშვილი? პუტინმა არც უარყო და არც დაადასტურა - „უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე“. მან დაამატა: „ჩემი ქალიშვილები არასოდეს ყოფილან ვარსკვლავი ბავშვები, ისინი უბრალოდ თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, ძალიან ღირსეულად.“
ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.