თურქეთის ქალაქ ჩეშმეს სანაპიროსთან ექვსი ავღანელი ბავშვი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ რუსეთზე ზწეოლას განაგრძობს, მანამ სანამ მოსკოვი, მინსკის შეთანხმებისთ აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ანკარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს.
მოსკოვის ცენტრში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. აფეთქება პოკროვკას ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა.
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოუწოდებს ხელისუფლებას, აკრძალოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსლიმების შესვლა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს უნდა იყოს "სრული აკრძალვა" და გაგრძელდეს იმ დრომდე, სანამ ამერიკის ხელისუფლება არ გაარკვევს მუსლიმების დამოკიდებულებას შეერთებული შტატების მიმართ.
სირიის ქალაქ ალეპოში ტერორისტების მხრიდან სარაკეტო დაბომბვების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, ერთი ჭურვი რუსეთის ფედერაციის ყოფილი საკონსულოს შენობასთან ჩამოვარდა.
სირიის ხელისუფლება საერთაშორისო კოალიციას სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს. ასადის რეჟიმის მტკიცებით, ავიაიერიში დეირ ალ ზურში, არმიის ბანაკზე მიიტანეს, რის შედეგადაც სამი სირიელი სამხედრო დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ლატვიის მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც "ბიბისი" წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, რაიომნდ ვეიონისმა მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დააკმაყოფილა.
ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქ დუშანბედან 210 კილომეტრის დაშორებით იყო.
სომხეთში, რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რეფერენდუმი სომხეთში გუშინ ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.