მსოფლიო

ავღანეთში მოქმედი რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ლიდერი, მულა მანსური მძიმედაა დაჭრილი. ინფორმაციას ამის შესახებ, ავღანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, "ბიბისი"  ავრცელებს. 

სრულად...

მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მიპატიჟებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ოფიციალური მოსკოვი აღიქვამს კონფრონტაციულ ნაბიჯად, რომელიც პირდაპირ ეხება რუსეთის ინტერესებს და აიძულებს შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს.

სრულად...

შვეიცარიაში "ფიფა"-ს ჩინოვნიკები კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ბრალდება შესაძლოა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციისა (CONMEBOL-ი) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის ჩინოვნიკებსაც წარედგინოთ, რომლებსაც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.

სრულად...

"ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც, ტერორისტების მტკიცებით, ნაჩვენებია "რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯა. როგორც CNN-ის ცნობით,  ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მას სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას.

სრულად...

დიდმა ბრიტანეთმა, მას შემდეგ რაც თემთა პალატამ დევიდ ქამერონის წინადადებას, მხარი დაეჭირათ სირიაში სამხედრო ინტერვენციისთვის, მხარი დაუჭირა, "ისლამური სახელმწიფოს" დასაბომბად საჰაერო ძალები გაგზავნა.

სრულად...

მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გაწევრიანების შესახებ მონტენეგროს მოლაპარაკებებში მიწვევის საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და ამ კონტექსტში საქართველოსაც მოიხსენიებენ.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა "The Wall Street Journal"- ი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებამ სხვა ასპირანტი ქვეყნები, განსაკუთრებით რუსეთის მეზობელი საქართველო, უკმაყოფილო დატოვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ნატო-ს მისიებში საქართველო გაცილებით უფრო აქტიურ მონაწილეობას იღებდა, ვიდრე მონტენეგრო, მიუხედავად ამისა, ალიანსში ბევრი მიიჩნევს, რომ ვიდრე რუსეთს ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს, საქართველოს ნატო-ში წევრობა შეუძლებელია.

სრულად...

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატო-ს გაფართოებას აღმოსავლეთით მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს. 

სრულად...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ნატო-რუსეთის საბჭოს საქმიანობის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" იტყობინება. 

სრულად...

აშშ ერაყში სპეცრაზმელებს აგზავნის. როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ეშტონ კარტერმა განაცხადა, ქვედანაყოფი სირიის ტერიტორიაზე მოქმედი ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაციებს ჩაატარებს. 

სრულად...

რუსეთის მთავრობამ იმ თურქული პროდუქციის ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლის რუსეთში იმპორტიც აიკრძალება. 

სიაში მოხვედრილი სოფლის მეურნეობის, ნედლეულისა და მრეწველობის პროდუქცია რუსეთში 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შევა.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი