საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში, უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალური ფრონტი, როგორც ჩანს დიდ წარმატებას აღწევს. საფრანგეთის 13 რეგიონიდან სულ მცირე ექვსში, არჩევნების პირველ რაუნდში ეროვნული ფრონტი მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. მეორე რაუნდი 13 დეკემბერს გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ ტვინის კიბო დაამარცხა.
ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ კონტრ-ტერორისტული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ავიაკომპანიების მგზავრთა დეტალები ხელმისაწვდომი იყოს.
მას შემდეგ, რაც 2 დეკემებერს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ 10-საათიანი განხილვისა და დებატების შემდეგ მხარი დაუჭირა დევიდ ქამერონის წინადადებას სირიაში სამხედრო ინტერვენციის განხორციელების შესახებ, ბრიტანულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ავიაიერიშები უკვე მეორედ მიიტანა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გერმანიის პარლამენტმა სირიასა და ერაყში თავდაცვის სამინისტროს მისიის დაწყებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესტაგის 598 დეპუტატიდან 445-მა დეპუტატმა დაამტკიცა.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების სრული გათავისუფლება - ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეგვიპტის დედაქალაქში ერთ-ერთ რესტორანზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით, თავდამსხმელებმა რესტორანს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, რის შემდეგად შენობაში ცეცხლი გაჩნდა.
წინასწარი ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა ცეცხლის შედეგად წარმოქმნილი ბოლისგან გაიგუდა.
იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰებრონში ორი პალესტინელი მოკლეს. როგორც "ბიბისი", ისრაელის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, პალესტინელები ებრაელ ჯარისკაცს დანით თავს დაესხნენ, რის შემდეგაც მათი ლიკვიდირება მოხდა.
ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი ISIS-ის მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეორგოლს ეხმაურება. კადიროვის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების მიერ მოკლული „რუსი ჯაშუში“ ეთნიკური ჩეჩენი იყო.
აშშ-ის ტენესის შტატში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" იტყობინება, "აპაჩის" ვერტმფრენმა კატასტროფა გეგმური სასწავლო ფრენის დროს განიცხადა. დაღუპულები ეკიპაჟის წევრები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.