უფრო მეტი

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი თურქეთის და ISIS-კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროებას არ აპირებს.
"მთავარი ინფორმაციის ფლობა და მისი მუშაობის პროცესში გამოყენებაა, რომელიც ფოკუსირებულია არა რაღაცის დამტკიცებაზე, არამედ ტერორიზმთან ბრძოლაზე. ეს ინფორმაციაც ტერორიზმთან ბრძოლაში იქნება გამოყენებული", – განაცხადა პესკოვმა.

სრულად...

ბულგარეთში, სოფიას აეროპორტთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება. 

სრულად...

სირიაში მოქმედმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ჯაბჰათ ალ-ნუსრამ" 16 ლიბანელი ჯარისკაცი და სამართალდამცავი გაათავისუფლა. საპასუხოდ, ლიბანის ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა 13 ისლამისტი. გათავისუფლებულ პატიმრებს შორის "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის ყოფილი მეუღლე საჯა ალ-დულაიმია, რომელიც ლიბანში გასულ წელს დააკავეს.

სრულად...

გერმანიის მთავრობამ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას მხარი დაუჭირა. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, სირიასა და ერყაში დაჯგუფების პოზიციებზე იერიშების მიტანა იგეგმება.

სრულად...

აშშ გერმანიიდან რუმინეთში სამხედრო ტექნიკის 70-მდე ერთეულს აგზავნის, მიმდინარე თვეს, ჯავშანტექნიკის გაგზავნა იგეგმება ბულგარეთსა და ლიტვაშიც. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეფ დევისმა განაცხადა. 

სრულად...

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყების საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა, დებატები, სავარაუდოდ, ორ დეკემბერს გაიმართება.

სრულად...

თურქეთში 1 300 არალეგალი მიგრანტი დააკავეს.  ცნობილია, რომ მიგრანტები საბერძნეთში აპირებდნენ ჩასვლას. როგორც თურქული სააგენტო "დოგანი" იტყობინება, დაკავების ოპერაციაში, რომელიც აივაჩიკის კურორტთან ჩატარდა , 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. 

სრულად...

ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრ გრუშკო თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობას ნატო-ს აკისრებს. როგორც მან განაცხადა, ალიანსმა თურქეთს "პოლიტიკურად ხელი დააფარა". 

სრულად...

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის მზად არის პოსტი დატოვოს თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან ყიდულობს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ერდოღანმა პარიზში, კლიმატურ ცვლილებების კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. 

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატები, პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყანაში უვიზოდ შესვლის პროგრამას ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ  თეთრი სახლი ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი