ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქ დუშანბედან 210 კილომეტრის დაშორებით იყო.
"საოცარი ხალხი ვართ, ერთი სიტყვა არ ვაპატიეთ პატრიარქს... იმედია დაცხრა ვნებათაღელვა საპატრიარქოს განცხადების შემდეგ!!! ვისურვებდი, რომ უწმინდესის ჰუმანურ სურვილებზე და მის ემოციებზე მეტი ”საფრთხე” არ ”დაემუქროს” კონსტიტუციურ წესრიგს ამ ქვეყანაში. ზოგჯერ, ძალიან სუსტად გამოვიყურებით, როცა მიზეზს ვეძებთ, როგორ დავუპირისპირდეთ ეკლესიას, პატრიარქს და ვინც ამას უფრო დიდი ”შემართებით” ვახერხებთ, აი, უფრო მეტ ”დემოკრატად” მიგვაჩნია თავი. ცოტა სასაცილოა, სამწუხარო რომ არ იყოს ეს ყველაფერი...", წერს მანანა კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლაში სერჟანტთა ოცეულის შუალედური კურსის მე-12 გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა და სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიულოცეს და სერთიფიკატები გადასცეს.
სომხეთში, რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რეფერენდუმი სომხეთში გუშინ ჩატარდა.
საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში, უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალური ფრონტი, როგორც ჩანს დიდ წარმატებას აღწევს. საფრანგეთის 13 რეგიონიდან სულ მცირე ექვსში, არჩევნების პირველ რაუნდში ეროვნული ფრონტი მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. მეორე რაუნდი 13 დეკემბერს გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ ტვინის კიბო დაამარცხა.
ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ კონტრ-ტერორისტული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ავიაკომპანიების მგზავრთა დეტალები ხელმისაწვდომი იყოს.
მას შემდეგ, რაც 2 დეკემებერს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ 10-საათიანი განხილვისა და დებატების შემდეგ მხარი დაუჭირა დევიდ ქამერონის წინადადებას სირიაში სამხედრო ინტერვენციის განხორციელების შესახებ, ბრიტანულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ავიაიერიშები უკვე მეორედ მიიტანა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გერმანიის პარლამენტმა სირიასა და ერაყში თავდაცვის სამინისტროს მისიის დაწყებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესტაგის 598 დეპუტატიდან 445-მა დეპუტატმა დაამტკიცა.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების სრული გათავისუფლება - ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.