საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი გუშინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ირაკლი ღარიბაშვილის მცირე ხნით შეხვედრის ამსახველ ფოტოებს Facebook-ზე აზიარებს და კითხულობს, თუ რა შედეგის მომტანია ამგვარი მისალმებები და ფოტოების გადაღება.
მოსკოვის ერთ–ერთ კლინიკაში წუხელ ღამით რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა. 88 წლის რიაზანოვი საავადმყოფოში 21 ნოემბერს გადაიყვანეს. გუშინ კი ის ხელოვნური სუნთქვის აპარატთან მიაერთეს. რიაზანოვს ფილტვებისა და გულის უკმარისობის პრობლემა ჰქონდა.
ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პარიზში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ იგეგმება - აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. პესკოვის თქმით, პუტინი ერდოღანთან არც პირისპირ და არც სატელეფონო გასაუბრებას არ გეგმავს.
თურქეთმა რუსეთს მათ მიერ ჩამოგდებული Су-24-ის მფრინავის, ოლეგ პეშკოვის ცხედარი გადასცა. თურქული მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელზეც ცხედარი იმყოფება თურქეთიდან რუსეთისკენ უკვე გაფრინდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015-ში“ მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, წარმატებული სამხედრო ოპერაციების და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, 18 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა.
ჯონა ლომუს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მის დასაფლავებაზე ემოციური, საბოლოო ჰაკა შეუსრულეს
პარიზში რესპუბლიკის მოედანზე, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, პოლიციამ გარემოსდამცველების არასანქცირებული მიტინგის დაშლა ცრემლსადენის საშუალებით სცადა.
აშშ-ს პრეზიდენტი პარიზში ბატაკლანის თეატრთან 13 ნოემბრის ტერაქტების მსხვერპლთა პატივის მისაგებად მივიდა. მას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და პარიზის მერი ანი ჰიდალგო ახლდა. ობამამ იმ ადგილას, სადაც ტერორისტებს 90 ადამიანი ემსხვერპლა, 1 ცალი ვარდი მიიტანა.
პაატა ზაქარეიშვილის აფხაზეთის შესახებ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ "მისი ბოლო განცხადების შემდეგ აფხაზეთთან დაკავშირებით, ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში მინისტრი გადადგებოდა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.