მამაკაცი, რომელმაც პარასკევს ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით თავდასხმა განახორციელა, ტერორიზმის მუხლით გასამართლებული ყოფილი პატიმარი იყო. როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი, 28 წლის უსმან ხანი, საპატიმროდან პირობითი მსჯავრდებულის სტატუსით იყო გათავისუფლებული და პრობაციონერს წარმოადგენდა მის მიერ განხორციელებული თავდასხმისას, რომელსაც მამაკაცის და ქალის სიცოცხლე შეეწირა, სამმა სხვამ კი დაზიანებები მიიღო.
მოკლულია საზოგადოების ორი წევრი ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
„შიში და უიმედობა ასე ღიად ჯერ არავის დაუთესავს ამ ქვეყანაში, ხოლო ტოტალიტარიზმი ასე ღიმილით ჯერ არავის დაუანონსებია“, ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ ინტერვიუს „თანასწორობის ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი და ბლოგერი გიორგი კიკონიშვილი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "ტერორიზმის დაფინანსებაში" დაადანაშაულა. მან სირიაში თურქეთის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა, რომელიც მაკრონმა გამოთქვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
2019 წლის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სამხედროებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში ვიზიტი შეაფასა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის მნიშვნელოვან შემცირებაზე გადადის, დაზოგილი თანხა კი უკრაინისა და საქართველოს თავდაცვით პროგრამებს მოხმარდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პარლამენტის შენობასთან მისულ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური ძალების აქტივს „დაშლისკენ“ მოუწოდებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 26 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა და მისი სიმძლვარე 6,4 მაგნიტუდას შეადგენდა.
საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაჭრილი კაპრალ-სპეციალისტი თემურ დადიანი შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ავღანეთში მიღებულ პირად გამოცდილებაზე ესაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესსა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. კაპრალმა დადიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი და მათი მონაწილეობის მნიშვნელობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.