ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.
შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე რეგიონში ნატოს ჩართულობის უფრო მაღალი ხარისხი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრებზე განიხილა.
ლევან იზორიას თქმით, საქართველო კვლავაც ერთგული რჩება იმ წვლილის, რომელიც მას ევროკავშირთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით შეაქვს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად გამოჩენილმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მას არაერთგზის უწევდა დონალდ ტრამპისთვის იმის თქმა, რომ იმის გაკეთება, რაც პრეზიდენტს უნდოდა, შეუძლებელი იყო, რადგან ის კანონს ეწინააღმდეგებოდა ან არღვევდა ხელშეკრულებას.
ექვსი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, მათგან 10 სერიოზულად, იტალიაში ღამის კლუბში მომხდარი ჭყლეტისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
გერმანიის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალ თავმჯდომარედ, მას შემდეგ რაც დღეს 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ ანგელა მერკელმა პოსტი დატოვა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, მერკელის ფავორიტი კანდიდატი აირჩიეს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში კარგად ცნობილი კონსერვატორი იურისტი უილიამ ბარი აშშ-ის ახალ გენერალურ პროკურორად დაასახელა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან მიდის, მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ წინაშე ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უწყების მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსის პროექტის მორიგი განხილვა გაიმართა. პროექტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებთან განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიან ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - ეროვნულ ასამბლეასა და სენატში შეხვედრებით დაიწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.