აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის რეგიონში დისლოცირებული ძალების I კავალერიის დივიზიის I ჯავშანსატანკო ბრიგადის “COBRA” ასეულმა საქართველოში კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„დავიწყეთ ახალი, გაუმჯობესებული სახელფასო უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებისთვის. რეფორმა წელს 2500-მდე სამხედრო მოსამსახურეს შეეხო“ - აღნიშნული სიახლის შესახებ ლევან იზორიამ უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების წინაშე ისაუბრა.
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, სამხედრო განათლება, სამხედრო სწავლებები და წვრთნები, საერთაშორისო მისიები, შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარება, ინსტიტუციური განვითარება, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება, სოციალური მხარდაჭერა და ჯანმრთელობის დაცვა - ეს ის თემები იყო, რომელზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან „არმიჰოლში“ ისაუბრა.
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის გამოვიდეს მსოფლიოს ორი უდიდესი სახელმწიფოს - აშშ-ის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ ხელმოწერილი ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებიდან.
საფრანგეთში ნავთობპროდუქტებზე ფასების მატების გამო მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციები ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების პარიზის კლიმატის საკითხზე არსებული შეთანხმებიდან გამოსვლის მართებულობას, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პირველი დღე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კიბერსაფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმო.
უკრაინელმა ომბუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ ICTV-ის ეთერში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს გონება დაკარგა და დაეცა.
აშშ-ის სენატორის, ჯონ ბარასოს მოწოდება ამერიკული ფლოტისა და ნატოს გემების შავ ზღვაში გაგზავნის თაობაზე კონფლიქტის გამძაფრებას გამოიწვევს, მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.