ტერეზა მეი ლონდონიდან ბრიუსელში დაბრუნდა სამიტზე დასასწრებად და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ნდობის კენჭისყრაზე გამარჯვება მოიპოვა. იგი ცდილობს, ევროკავშირის ლიდერებისაგან მიცემული პირობა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ასახოს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2018“ მიმდინარეობას გაეცნო.
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რკინიგზის სადგურთან ჩქაროსნული მატარებლის ავარიის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, იტყობინება BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
დიდი ბრიტანეთის „კონსერვატორი“ დეპუტატების უმრავლესობამ ტერეზა მეის ნდობის კენჭისყრით გადაწყვიტა, მისი პარტიის ლიდერის პოსტზე დარჩენა. კენჭისყრის შედეგი ამ წუთებში გახდა ცნობილი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის მისი ნდობის კენჭისყრის შედეგი უკვე უთხრეს, იტყობინება BBC "Jewish Chronicle"-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით.
„კონსერვატორი“ დეპუტატები კენჭს უყრიან დარჩება თუ არა ტერეზა მეი თავიანთ ლიდერად. კენჭისყრის შედეგი გრინვიჩის დროით 20:00 საათის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ იურისტს, მაიკლ კოენს 36-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი ტრამპის შიდა გარემოცვის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სპეციალური პროკურორის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გასამართლდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი - „პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზი და რეპორტინგი“ დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.