ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სამხედრო წვრთნები გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში საქართველოს შეარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ლტოლვილთა ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ უნდა გაიხსნას და მან ამგვარი ცენტრების განთავსების შესაძლო ადგილებად ეგვიპტე, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთი დაასახელა.
პოლონეთმა ევროპარლამენტარი, მემარჯვენე-ცენტრისტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა მას შემდეგ, რაც ვარშავამ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, დონალდ ტუსკის ხელმეორედ დანიშვნას აღნიშნულ თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.
ჩინეთმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს თავის სამხედრო ხარჯებს 7%-ით გაზრდის. ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს 10%-ით ზრდის.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებმა, კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით საქართველო უკვე დატოვეს.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ.
„დემოკრატები" აცხადებენ, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებიც 2016 წელს მის რუსეთის ელჩთან კონტაქტებს ეხებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით გაგრძელდა.
ამერიკის შეერთბული შტატების გენერალურ პროკურორზე (იუსტიციის მინისტრი) ჯეფ სეშენსზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან შეხვედრების გამო, ზეწოლა იზრდება. მან ადრე განაცხადა, რომ „არ ჰქონია რუსეთთან კომუნიკაციები".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.