შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ იგი არ დაესწრება 29 აპრილს, თეთრ სახლში დაგეგმილ კორესპონდენტების ასოციაციის სადილს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი არიან ცნობილი ადამიანები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები და მას ჩვეულებისამებრ, აშშ-ის პრეზიდენტიც ესწრება.
საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქი ხვალ წირვას აღავლენს.
საქართველოში სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება. აშშ-ის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ხვალ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს.
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ყველა ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფმა საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვა.
ინდონეზიელმა ქალმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმის მკვლელობისთვის არის დაპატიმრებული განაცხადა, რომ 400 მალაიზიური რინგიტი (90 აშშ დოლარი) მისცეს იმისათვის, რომ ბავშვური ხუმრობა ჩაედინა - სახეში შეესხურებინა „ზეთის მსგავსი სითხე".
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღთქმა დადო, რომ დაიწყებს მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას „მალე, როგორც ეს დაგეგმილია". აღნიშნული განცხადება ტრამპმა კონსერვატორების კონგრესის წინაშე გააკეთაა. მან განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეები ყოველთვის პირველ რიგში იქნებიან დაყენებული და ააშენებს „დიდ, დიდ სასაზღვრო კედელს".
კრწანისის სამხედრო ბაზაზე, საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მსმენელებს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე მიესალმა და წარმატებები უსურვა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს დარწმუნებული იყოს, რომ შეერთბული შტატების ბირთვული არსენალი „ყველაზე მაღალ ნიშნულზე არის" - აღნიშნა რა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით თავის შესაძლებლობებს ჩამორჩა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა კიმ ჩენ ნამი მაღალტოქსიკური ნივთიერებით იქნა მოკლული. ინფორმაციას BBC მალაიზიის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „ალგეთის“ პოლიგონზე ის ახალწვეულები მოინახულეს, რომლებმაც „საბრძოლო მომზადების კურსი“ დაიწყეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.