„ტოშიბას“ თავმჯდომარე შიგენორი შიგა დაკავებული თანამდებობიდან გადადგა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც კომპანია იძულებული გახდა დაეყოვნებინა მრავალი მილიარდი დოლარის დანაკარგის გამჟღავნება.
დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინი რუსეთის ელჩთან კონტაქტის გამო გადადგა. თეთრი სახლის ცნობით, ფლინმა ტრამპის თეთრ სახლში შესვლამდე რუსეთის ელჩთან შეერთებული შტატების სანქციები განიხილა და საუბრის შესახებ ოფიციალური პირები შეცდომაში შეიყვანა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო.
აღმოსავლეთ საფრანგეთის ალპებში, ტინის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავმა სულ მცირე 4 ადამიანის, მათ შორის ორი მოზარდი ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის საიდუმლოდ გადაღებულმა ფილმმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ციხეში არსებული ქაოსი გამოამჟღავნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.
სულ მცირე 130 000 ადამიანი ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს ჩრდილოეთ კალიფორნიაში მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალ კაშხალში კოკისპირული წვიმების შედეგად წყლის გამომშვები სისტემა შესუსტდა.
თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსი დაიწყო. სასწავლო კურსი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა გახსნა.
ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ მან კვირას „წარმატებით“ გაუშვა ბალისტიკური რაკეტა ლიდერის, კიმ ჩენ ინის ზედამხედველობით.
სპეციალურმა 1 260 წევრისაგან შემდგარმა ასამბლეამ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიის რესპუბლიკის მე-12 პრეზიდენტად აირჩია. იგი 18 მარტიდან შეცვლის ახლანდელ პრეზიდენტ იოახიმ გაუკს, რომელმაც ერთი 5-წლიანი ვადის შემდეგ 77 წლის ასაკში თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.