საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა. ლევან იზორიას და გენერალ ჯონ ნიკოლსონის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
იტალიის ქალაქ ფლორენციაში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქცია შეტაკებაში გადაიზარდა. BBC-ის ცნობით, დემონსტრანტებსა და სამართლადამცავებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი პოლიციელი დაშავდა.
მინდა ღვთის წყალობით მოგმართოთ, რომ ნურაფრის გეშინიათ, უფალი ჩვენთან არის, უფალი წყალობს საქართველოს, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს.
აშშ-ის "რესპუბლიკელი" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ნევადის შტატის ქალაქ რენოში სიტყვით გამოსვლისას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სცენიდან ჩაიყვანეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, თამარ ბაგრატიასთან ერთად, სარფში შავი ზღვის ფსკერის დასუფთავების აქციას დაესწრო.
სამხრეთ კორეის დედაქალაქში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გერმანიის შეიარაღებული ძალების უფროსი ავღანეთში ერთობლივ სწავლებას დაესწრნენ
იმ ფონზე, როცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა იზრდება, ჰილარი კლინტონი ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს და შეხვედრებს იმ შტატებში მართავს, რომელიც დემოკრატებისთვის უსაფრთხოდ იყო მიჩნეული.
შეერთებული შტატების ფედერალურმა ოფიციოზმა ნიუ იორკის ხელისუფლება - ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი და ნიუ იორკის პორტის ხელმძღვანელობა - არჩევნების დღეებში ალ-ყაიდას მებრძოლი დაჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
იორდანიაში, საჰაერო ბაზაზე, შეერთებული შტატების სამი სამხედრო ტრენერი ურთიერთსროლების შედეგად მოკლეს. ინფორმაციას ამის თაობაზე BBC იორდანიის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.