თურქეთის ქალაქ დიარბაქირში, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დემირტასის დაკავებიდან რამდენიმე საათში ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვმა კი 100-სს გადააჭარბა.
თურქეთის პრო-ქურთული ოპოზიციური პარტიის ორი ლიდერი და პარლამენტის წევრები დააპატიმრეს. სელაჰათინ დემირტასი და ფიგენ იუკსეკდაგი, უსაფრთხოების ძალებმა, კონტრ-ტერორიზმის გამოძიების ფარგლებში, თავიანთ სახლებში აიყვანეს. ინფორმაციას ამის თაობაზე BBC ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის ცენტრალურ ნაწილში გამთენიისას კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.
სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა პაკისტანში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ჩემი მოსაზრებაა, რომ დაზეპირებაზე ორიენტირებულიდან უნდა გადავიდეთ აზროვნებაზე ორიენტირებულზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წელი ყველაზე მდიდარი იქნება განათლების მიმართულებით სიახლეებით და პროექტებით. ეს შეეხება განათლების სისტემის ყველა სეგმენტს.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა აუდიოფაილი, რომელიც, ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მტკიცებით, მათი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართვას შეიცავს.
თურქეთის მთავარმა პროკურატურამ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მეორე სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.
პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა ყველა ეთნიკური წარმომავლობის დემოკრატს არჩევნებზე მივიდნენ და ხმა მისცენ ჰილარი კლინტონს, გააკეთა რა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ შეერთებული შტატების რესპუბლიკა - და მსოფლიო - საფრთხეშია. ამის შესახებ BBC წერს.
რუსეთი სირიის ქალაქ ალეპოში 4 ნოემბერს 10-საათიან ჰუმანიტარულ პაუზას გამოაცხადებს. "რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.