„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ნატო-ს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, მაიკლ ფელონმა გააკეთა.
დიდმა ბრიტანეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის მომავალ წელს რუმინეთში საბრძოლო თვითმფრინავებს გააგზავნის, შეერთებულმა შტატებმა კი პოლონეთში ჯარების, ტანკების და არტილერიის გადასროლის პირობა დადო. აღნიშნული ნაბიჯები რუსეთის საზღვრებზე ნატო-ს სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ემსახურება, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალების განლაგება იქნება რუსეთის საზღვრებზე. ალიანსის ეს გადაწყვეტილება კი რუსეთის აღმოსავლეთ ევროპაში შეკავებას ისახავს მიზნად.
იტალიაში, პერუჯადან 66 კილომეტრზე 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პასუხისმგებლობის რაიონში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ქარიშხალი 2016“ მიმდინარეობას გაეცნო.
შეერთებული შტატების „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკის გეგმა სირიაში, მესამე მსოფლიო ომს წარმოშობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცენტრ "კრწანისში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ადგილობრივი დროით, 08:50 საათზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" CNN Turk-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ცენტრ "კრწანისში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ის საყარაულო წესი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული, გუშაგს შესაძლებლობას აძლევს, შესაბამის ვითარებაში იმოქმედოს მყისიერად".
სულ მცირე 58 კადეტი და დაცვის თანამშრომელია მოკლული პაკისტანის ქალაქ ქუეტაში პოლიციის კოლეჯზე მებრძოლების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ BBC პაკისტანის ოფიციოზზე დაყრდნობით იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.