მიგრანტების დახმარების საქმეში მხოლოდ გლობალურ ძალისხმევას შეუძლია რეალური შედეგების მოტანა, – აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ჩინეთში, "დიდი ოცეულის" ფარგლებში გააკეთა.
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის ცერემონიაზე დედა ტერეზა წმინდანად გამოაცხადა. წმინდა პეტრეს მოედანზე აღვლენილ მესასა და კანონიზაციას ათი ათასობით ადამიანი ესწრებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
36 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ზაბულის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. BBC–ის ცნობით, ყანდაარიდან ქაბულის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ბენზინმზიდს შეეჯახა.
დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის დატოვების წინ, უნდა მოემზადოს „რთული დროებისთვის“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 14 პროფესიონალი მზვერავი შეემატა. „საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის“ დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია მანავის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.
ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს მშობლიურ ქალაქში ვიზიტისას მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციოზზე დაყრდნობით "როიტერსი" ავრცელებს.
უზბეკეთის მთავრობამ დაადასტურა პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის გარდაცვალება, 6 დღის შემდეგ რაც ის საავადმყოფოში ინსულტის გამო გადაიყვანეს.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 179 ოფიცერი შეემატა. იუნკერთა ბატალიონისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსდამთავრებულების ფიცის დადების ცერემონიალი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე იუნკერთა ბატალიონის IV კურსის და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერებს აკადემიის დასრულება მიულოცა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.