თურქეთის ავიაიერიშებს სირიაში სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. დარტყმები ავიაციამ ქალაქ ჯარაბლუსის მახლობლად განახორციელა. თურქეთის სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, დაღუპულები არიან ქურთი მებრძოლები.
ფილიპინებზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „მაუტეს“ დაახლოებით, 20 „ბოევიკი“ ქალაქ მარავიში მდებარე ციხეს თავს დაესხა, დაცვა განაიარაღა, საკუთარი თანამებრძოლები გაათავისუფლა და იარაღი წაიღო.
დღეს დილით ისრაელიდან ჩამოტანილი ანჩისხატის კანონიკური ასლი სასულიერო პირებისა და მრევლის თანხლებით, ხელოვნების მუზეუმში გადააქვთ, რამდენიმე საათში კი ხატს ანჩისხატის ტაძარში მიაბრძანებენ.
უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 112.ua-ს ცნობით, ცხედარი მისმა მეგობრებმა კონსტანტინოვის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის აივანზე ნახეს.
საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსულმა დრამის მიტროპოლიტმა პავლემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ქართველი ღირსი მამის, გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილი გადასცა.
საბერძნეთიდან საქართველოში დრამის მიტროპოლიტ პავლეს ხელმძღვანელობით 40 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა და ქართველი ღირსი მამის, გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადააფარა საქართველოს და ვერავითარი მტერი, ხილული თუ უხილავი ვერაფერს დააკლებს მას“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ქადაგებისას.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. ილია მეორემ დღეს, 10:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაიწყო.
შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ იგი განავითარებს მეთვალყურეობის სისტემას, რაც ხელისუფლებას ემიგრაციის კონტროლში დაეხმარება.
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო ვიდეორგოლს ავრცელებს. კადრებში ხუთი მოზარდის მიერ ტყვედ აყვანილი ქურთების სიკვდილით დასჯაა ასახული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.