უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულის შესახებ BBC უზბეკეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე წერს.
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მრავალათასიანი საპროტესტო მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში – გისბორნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 169 კილომეტრში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრის სასტარტო მოედანზე აფეთქება მოხდა. BBC–ის ცნობით, მოედანზე კოსმოსური კომპანია SpaceX-ი რაკეტას გაშვებისთვის ამზადებდა.
ბრაზილიის სენატმა ბიუჯეტის მანიპულაციის გამო პრეზიდენტ დილმა რუსეფის იმპიჩმენტს ხმა მისცა. იმპიჩმენტს ხმა 61 სენატორმა მისცა, 20 კი წინააღმდეგ წავიდა, რამაც შეადგინა იმპიჩმენტისათვის საჭირო 2/3 -ზე მეტი.
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ყველა მსგავსი სახის წვრთნები შეჩერებულია. ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წვრთნები დროებით შეჩერდება და მოხდება სრული მონიტორინგი, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი შემთხვევები, როგორიც გონიოში დაფიქსირდა.
ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.